სტუდენტები გვიან ღამით თსუ-ს კორპუსში შევიდნენ

20 ნოემბერი 2024, 10:02 225 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გვიან ღამით  აქციის მონაწილე სტუდენტების ნაწილი შევიდა. მათ ერთ-ერთი აუდიტორიიდან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს.

ისინი თსუ-ს რექტორის ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვდნენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სტუდენტებმა კარი თავად გააღეს და ამ დროს უნივერსიტეტში შესვლას შეჭრა ჰქვია.

მოგვიანებით სტუდენტების აუდიტორიებიდან გამოსაყვანად, თსუ-ში სამართალდამცველები შევიდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში