ეპისტოლეს გზავნილები

16 აპრილი 2017, 00:00 2434 ნახვა

განსხვავებული გზავნილები ჰქონდა პატრიარქს 2016 წლის სააღდგომო ეპისტოლეში. თვითმკვლელობაზე აქცენტი ილია მეორემ მაშინაც გააკეთა, თუმცა ძირითადად ყურადღება გამახვილებული იყო სოფლის მეურნეობის, ასევე მცირე ბიზნესის განვითარებაზე, დასაქმებაზე, ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მზრუნველობის აუცილებლობასა და სხვა საჭიროებებზე. – 2017 წლის სააღდგომო ეპისტოლეს მესამე სექტორში, საპატრიარქოს პოზიციის გადახალისებად აფასებენ.

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ხელმძღვანელი ეპისტოლეში, გასული წლებისგან განსხვავებით, რელიგიურ და სულიერების თემებზე მეტ მესიჯებს ხედავს, ვიდრე პოლიტიკაზე. ასლან ჭანიძე მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს პოზიციაში ხელისუფლების მისამართით წელს ნაკლები მინიშნება იკითხება, რასაც იგი ბოლო დროს ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს. კონკრეტულად კი, ციანიდის საქმეს და ბრალდებებს დეკანოზ გიორგი მამალაძის მისამართით.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი