პრეზიდენტის პოზიცია - ჩატარდეს ახალი არჩევნები, რითაც მას უხანგრძლივდება უფლებამოსილება ეწინააღმდეგება დემოკრატიის მთავარ პრინციპს - დავით გაბაიძე

19 ნოემბერი 2024, 12:43 267 ნახვა

პრეზიდენტის პოზიცია - ჩატარდეს ახალი არჩევნები, რითაც მას უხანგრძლივდება უფლებამოსილება ეწინააღმდეგება დემოკრატიის მთავარ პრინციპს - პერიოდულობას, ის რომ თანამდებობის პირები გარკვეული ვადით აირჩევიან თანამდებობაზე, - აღნიშნულის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა.

"როგორც ვიცით პრეზიდენტის ვადა კონსტიტუციით არის 5 წელი. გარდამავალი ნორმით, სალომე ზურაბიშვილი არჩეული იქნა 6 წლით. იმ პოზიციით და იმ მიდგომით, რაც მან შემოგვთავაზა 5+1+ უსასრულობა, გამოდის რომ უნდა გაგრძელდეს მისი უფლებამოსილების ვადა, რაც წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიულ პრინციპებთან. 

ჩანაფიქრი რა აქვს არ ვიცი, მაგრამ გამოდის, რომ ხუთწლიან თანამდებობაზე ადამიანი არჩეულია 6 წლით და პლიუს კიდე განუსაზღვრელი ვადით, რაღაც უცნობი მოვლენის დადგომამდე, რასაც ჰქვია ხელახალი არჩევნების შესაძლო ჩატარება და იმის შემდგომ უკვე ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა და შედგომ პრეზიდენტის არჩევნების ჩატარება. ეს არის სწორედ უცნობი მოვლენა განუსაზღვრელი ვადით აგრძელებს მის უფლებამოსილებას, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დემოკრატიის პრინციპებთან მოდის წინააღმდეგობაში",- აცხადებს დავით გაბაიძე.

მისივე თქმით, რას გადაწყევტს საკონსტიტუციო სასამართლო ეს უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია და სასამართლოში სანამ საქმე იხილება  პოლიტიკურ შეფასებას ვერ გააკეთებს.

"რაც შეეხება არჩევნებს - ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედოს. ეს იყო საქართველოს ისტორიაში ყველაზე სუფთა არჩევნები, მართლაც სრული წესების დაცვით მოხდა  არჩევნების ჩატარება და მილიონზე ბევრად მეტმა ადამიანმა დაუჭირა "ქართულ ოცნებას" მხარი. რა თქმა უნდა, ეს სამწუხაროა ოპოზიციისთვის, მაგრამ სასიხარულოა და უდიდესი პასუხისმგებლობაა "ქართული ოცნებისთვის" და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად ვზიდავთ"- განაცხადა დავით გაბაიძემ.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი