ისრაელში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ნოემბერი 2024, 11:50 237 ნახვა

თელ ავივში ისრაელის მთავრობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები მძევლების გათავისუფლებისთვის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ. ამ დროისთვის 117 მძევალია გათავისუფლებული, 101 კი ამ დრომდე ჰამასის ტყვეობაში რჩება. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია ისინი ცოცხლები არიან თუ არა.
მომიტინგეების თქმით, ისინი იმედოვნებენ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მაინც შეიცვლის კურსს შტატების მისამართით და ვაშინგტონის მხარდაჭერის მოპოვებას შეეცდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში