პუტინის ომი უკრაინაში

17 ნოემბერი 2024, 11:49 234 ნახვა

რუსეთი უკრაინაში საომარ მოქმედებებს განაგრძობს. მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა ქვეყნის მიმართულებით. მონიტორინგის არხების მიხედვით, საჰაერო სივრცეში ერთდროულად 45 რაკეტა იმყოფებოდა. საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ სტრატეგიული ბომბდამშენებიდან რაკეტების გაშვება გამთენიისას დაიწყო.
მათი კურსი ძირითადად კიევის, ოდესის, მიკოლაივის, ხმელნიცკისა და სხვა ოლქებისკენ იყო, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა ჰაერში კურსი შეიცვალა. ასევე რუსეთი თავს დაესხა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. აფეთქებების ხმა ისმოდა კიევის, ვინიცასა და ხმელნიცკის ოლქებშიც.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი