ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი შენობის ფოიეში პროტესტს განაგრძობს

15 ნოემბერი 2024, 09:30 145 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი პროტესტის ნიშნად ამ დრომდე ფოიეში რჩება. მათ ღამე უმაღლესი სასწვალებლის შენობაში გაათენეს. 

ახალგაზრდები აცხადებენ რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ხელახალ ჩატარებას ითხოვენ. სტუდენტების თქმით, არჩევნების გაყალბების პროცესში რექტორი და ზოგიერთი ფაკულტეტის დეკანიც იყო ჩართული.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით,  ადმინისტრაციამ შუქი და გათბობა გამოურთო. სტუდენტები დღეს 18:00 საათზე უნივერსიტეტის წინ საპროტესტო აქციას გეგმავენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში