ბრიტანული „გარდიანი“ უარს ამბობს მასკის ''X''-ის პლატფორმის გამოყენებაზე

14 ნოემბერი 2024, 10:03 237 ნახვა

ბრიტანულმა გამოცემა გარდიანმა  განაცხადა, რომ აღარ გამოაქვეყნებს თავის პუბლიკაციებს სოციალური მედიის იქს პლატფორმაზე, რომელიც ამერიკელ მილიარდერ ილონ მასკს ეკუთვნის. გამოცემამ აღნიშნა, რომ იქსზე მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული კონტენტი ხშირად ხელს უწყობს ულტრამემარჯვენე შეთქმულების თეორიებს და რასიზმს.    

იქსი არის ტოქსიკური მედიაპლატფორმა და მისმა მფლობელმა ილონ მასკმა შეძლო თავისი გავლენის გამოყენება პოლიტიკური დისკურსის ჩამოყალიბებისთვის“ - აღნიშნავს გამოცემა.

გარდიანის განცხადებაში განმარტებულია, რომ მასკის სოციალური ქსელის მომხმარებლებს შეეძლებათ გააგრძელონ გარდიანის სტატიების გაზიარება იქსზე, ხოლო რეპორტიორები გააგრძელებენ სოციალური ქსელის გამოყენებას ახალი ამბების მოსაძიებლად.  

მასკმა კი  სოციალური მედიის მისივე  პლატფორმაზე გარდიანს ძალიან ამაზრზენი პროპაგანდისტული მანქანა, არააქტუალური და მომაკვდავი გამოცემა უწოდა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში