ბრიუსელში სპეცრაზმმა საპროტესტო აქცია დაშალა

14 ნოემბერი 2024, 10:05 277 ნახვა

ბრიუსელში ასობით ადამიანი ფრანგი პოლიტიკოსის ჯორდან ბარდელას წინააღმდეგ გამოვიდა. მომიტინგეების განცხადებით,  ისინი საპროტესტო აქციაზე საფრანგეთის ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად გამოვიდნენ, რომელმაც, მათი თქმით,  უნდა იბრძოლოს  "ოდიოზური, რასისტული, სექსისტური ხასიათის მქონე პოლიტიკოსის წინააღმდეგ", როგორიცაა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ეროვნული მოძრაობის პარტიის პრეზიდენტი  ბარდელა.

პროტესტს მოჰყვა შეტაკება სპეცრაზმელებთან, რომლებმაც გამოიყენეს წყლის ჭავლი და გზის ბარიკადები ხალხის დასაშლელად. დემონსტრანტები პოლიციას  პიტარდებს ესროდნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში