ასი ათასი მოწამის ხსენების დღე

13 ნოემბერი 2024, 11:11 270 ნახვა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. მეტეხის ხიდზე დღეს პარაკლისი ჩატარდება, სადაც მრევლს საშუალება ექნება სასულიერო პირებთან ერთად მტკვარში ყვავილების გვირგვინები ჩაასვენონ. მანამდე კი საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში, დილიდან საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინება.

ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

ასი ათასი ქართველი მოწამე ჯალალედინის ბრძანებით 1227 წელს აღესრულა, რადგან მათ სარწმუნოების შეცვლასა და ქრისტიანული სიწმინდეების შეურაცხყოფაზე უარი თქვეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში