ისრაელის საჰაერო თავდასხმას ღაზის სექტორში მსხვერპლი მოჰყვა

13 ნოემბერი 2024, 08:51 76 ნახვა

ორი ადამიანი დაიღუპა  ღაზის სექტორის  ქალაქ დეირ ალ-ბალახზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად. ბომბი იძულებით გადაადგილებულ პალესტინელთა კარვებს მოხვდა - აცხადებენ მედიკოსები. თავდასხმის შემდეგ კარვებში ხანძარი გაჩნდა.

ცეცხლის ჩაქრობას ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველები ცდილობდნენ. კარვებზე თავდასხმა მოხდა მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედროებმა სამშაბათს განაცხადეს, რომ მათ ჩრდილოეთ ღაზის მოწყვეტილ უბნებს სურსათით სავსე ასობით შეფუთვა მიაწოდეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი