"სოკარ ჯორჯია გაზი" აბობენტებს აფრთხილებს დანადგარები და ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ

13 ნოემბერი 2024, 11:01 1012 ნახვა

დღეიდან ბათუმსა და ხელვაჩაურში ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგება. გაზს ეტაპობრივად ჩართავენ. 

"სოკარ ჯორჯია გაზი" გაფრთხილებთ, დანადგარები და ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში იქონიოთ. ბუნებრივი აირი ხელვაჩაურსა და ბათუმში მცხოვრებ აბონენტებს, სოფელ ორთაბათუმში, მდინარე ყოროლისწყლის გასწვრივ ახალ 500 მმ-იან  გაზსადენზე გადაერთების სამუშაოების გამო გაეთიშა. 

ბუნებრივი აირის მიწოდება დილის 10 საათიდან დაიწყო და  ხვალ დღის ბოლომდე გაგრძელდება. გაზი გათიშული ჰქონდა 111 500 აბონენტს. მათგან დაახლოებით 72 ათას აბონენტს დღეს ჩაურთავენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში