ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზინდეტისა და ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების შეხვედრა მიმდინარეობს. აუდიენციის შემდეგ დაგეგმილია მედიისთვის განცხადებების გაკეთება.
თბილისში იმყოფებიან ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები. შეხვედრის პარალელურად ორბელიანების სასახლესთან აქცია დაიგეგმა. მოქალაქეების თქმით, შეეცდებიან დელეგაციის წევრებს სამოქალაქო პროტესტის ხმა მიაწვდინონ.