პოლიტიკური კრიზისი გერმანიაში

09 ნოემბერი 2024, 11:56 195 ნახვა

გერმანიაში მთავრობის ნდობის შესახებ კენჭისყრის გამართვისა და ვადამდელ არჩევნებამდე დროის ათვლისთვის მშვიდი დებატების გამართვისკენ მოუწოდა კანცლერმა მხარეებს. ოლაფ შოლცის განცხადებით, არჩევნების თარიღი ისე უნდა შეირჩეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას მოსამზადებლად, ხოლო კანდიდატებს კამპანიის ჩასატარებლად საკმარისი დრო ჰქონდეთ. თუ როგორი რეაქცია ჰქონდათ ევროკავშირის ლიდერებს ბუდაპეშტში გერმანიის სამთავრობო კოალიციის დაშლაზე, შოლცის თქმით, ბევრი მათგანი გამოცდილია კოალიციური მთავრობის საკითხებში და იციან, რომ ეს ადვილი საქმე არ არის და მსგავსი სხვა ქვეყნებშიც ხდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში