8-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი ზაპოროჟიეში, სადაც გვიან ღამით მტერმა საჰაერო დარტყმა 5-ჯერ განახორციელა. სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა რამდენიმე დაღუპულის ცხედარს მიაკვლიეს, მათ შორის 1 ბავშვია. დანგრეულია სამედიცინო დაწესებულება და საცხოვრებელი სახლები. დაშავდა 42 ადამიანი.
რუსულმა მხარემ გასულ ღამეს უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისთვის გამოიყენა „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტები, ასევე დრონებიც.
უკრაინული მხარის ცნობით, იერიშები ძირითადად რუსეთის ფედერაციის როსტოვისა და ბელგოროდის ოლქებიდან მიიტანეს.