თურქეთის პრეზიდენტი ბუდაპეშტში იმყოფება 

08 ნოემბერი 2024, 10:05 260 ნახვა
00:00
00:00

თურქეთის სრული ჩართულობა ევროპის თავდაცვის ძალისხმევაში არსებითია ევროპის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბუდაპეშტში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომის გაჭიანურება სულ უფრო ნაკლებ ადგილს ტოვებს დიპლომატიისთვის.  

ასევე  განაცხადა, რომ „ისრაელის მიერ ღაზაში განხორციელებული გენოციდი“ უფრო დიდი ჰუმანიტარული ტრაგედიაა, ვიდრე უკრაინაში მიმდინარე ომი და მოუწოდა ევროპულ ქვეყნებს, მოახდინონ ზეწოლა ისრაელზე, რათა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა და რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი