აშშ-ის რამდენიმე შტატის საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა შეფერხდა

06 ნოემბერი 2024, 10:04 246 ნახვა

ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ  ცრუ შეტყობინებები, რომელთა უმეტესობა, როგორც ვარაუდობენ, რუსული ელ.ფოსტის დომენებიდან ვრცელდებოდა, ოთხი მერყევი შტატის  - ჯორჯიის, მიჩიგანის, არიზონისა და ვისკონსინის საარჩევნო უბნებისკენ იყო მიმართული, სადაც კენჭისყრა მიმდინარეობდა - განცხადებას ფედერალური საგამოძიებო სამმართველო ავრცელებს.

ბომბის არსებობის საფრთხის შედეგად, კენჭისყრა ზოგიერთ უბანში უფრო დიდხანს გაგრძელდა  და შესაბამისად დათვლის პროცედურაც გაჭიანურდება. პოლიციამ განაცხადა, რომ  ასაფეთქებლის  არსებობის შესახებ 32  მუქარა მიიღეს.   

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მუქარის შემცველი წერილები იმ ელექტრონული ფოსტის მისამართებიდან იგზავნება, რომლებიც გამოიყენებოდა რუსი აგენტების მიერ, რომლებიც ცდილობდნენ ჩარეულიყვნენ აშშ-ს წინა არჩევნებში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში