მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუ იმარჯვებს

04 ნოემბერი 2024, 13:51 221 ნახვა

მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თითქმის საბოლოო შედეგები გამოაცხადა, რომლის თანახმად,  ამომრჩეველთა 55%-მა  მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ აირჩია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მიულოცა სანდუს არჩევნებში გამარჯვება. რუსმა სენატორმა, ანდრეი კლიშასმა განაცხადა, რომ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებში პროდასავლური სანდუს  გამარჯვების უზრუნველსაყოფად ხმები საზღვარგარეთიდან  ჩაიტანეს. კენჭისყრაზე ემიგრანტთა ყველაზე დიდი რაოდენობა გამოცხადდა.

სანდუმ დაამარცხა ალექსანდრე სტოიანოგლო, მისი კონკურენტი, რომელსაც მხარს უჭერს ტრადიციულად პრორუსული სოციალისტური პარტია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი