ხმების 98 პროცენტის დათვლის შემდეგ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუ 54.47 პროცენტით იმარჯვებს

04 ნოემბერი 2024, 10:09 139 ნახვა

მოლდოვის პროდასავლურმა მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში  გამარჯვება მოიპოვა. მან დაამარცხა ალექსანდრე სტოიანოგლო, მისი კონკურენტი, რომელსაც მხარს უჭერს ტრადიციულად პრორუსული სოციალისტური პარტია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ბიულეტენების 98%-ის დათვლის შემდეგ, სანდუ ხმების 54,35%-ით უსწრებს სტოიანოგლოს. არჩევნები რუსეთის ჩარევის შესახებ მუდმივი ბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. კენჭისყრაში ემიგრანტთა ყველაზე დიდი რაოდენობა მონაწილეობდა 2010 წლის შემდეგ, როცა დიასპორას პირველად მიეცა ხმის მიცემის უფლება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი