საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოლდოვაში

03 ნოემბერი 2024, 14:49 222 ნახვა

მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ გაყალბების, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ალექსანდრე სტოიანოგლომ განაცხადა. მოლდოვის სოციალისტური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატმა, ალექსანდრე სტოიანოგლომ ხმა კიშინეუს საარჩევნო უბანზე მისცა.

ჟურნალისტებთან საუბრისას სტოიანოგლომ განაცხადა, რომ კატეგორიულად წინააღმდეგია კორუფციისა და გაყალბების. მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება მოქმედ პრეზიდენტს, „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიის კანდიდატს, მაია სანდუსა და ყოფილ გენერალურ პროკურორს, სოციალისტური პარტიის კანდიდატს, ალექსანდრე სტოიანოგლოს შორის უწევთ. ცნობისთვის, არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 20 ოქტომბერს გაიმართა, სანდუმ მიიღო ხმების 42.45%, ხოლო სტოიანოგლომ – 25.98%.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი