გაორმაგებული ჯარიმები

14 აპრილი 2017, 00:00 8010 ნახვა

აჭარის  საპატრულო პოლიციამ 2 თვესა და 15 დღეში იმაზე მეტი ჯარიმა გამოწერა, ვიდრე გასულ წელს, 12-ვე თვის განმავლობაში.  სტატისტიკური მონაცემები აჭარის მაუწყებელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა. 

სტატისტიკის თანახმად აჭარის რეგიონში  2017 წლის იანვრიდან 15 მარტამდე  საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 21 ათას  535 პირი დაჯარიმდა,  2016 წლის 12 თვეში  კი, ანალოგიური დარღვევებისთვის  55 483 პირი დააჯარიმეს. 

2015 წელის მონაცემები კი გაცილებით მაღალია, რომლის თანახმადაც  საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაჯარიმებულ პირთა რაოდენობა 85 412 იყო. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი