საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის პრეზიდენტი დენიელ ტვინინგი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკელი სენატორის როჯერ უოკერის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
ტვინინგი აღნიშნავს, რომ ხარვეზებით წარმართული არჩევნები ევროკავშირში გაწევრიანებას შეუძლებელს ხდის.
IRI-ის პრეზიდენტის თქმით, იმედია საქართველოს ხელისუფლება ხვდება რა დევს სასწორზე, რადგან ქართველების 90%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს.