გვიან ღამით უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. რუსეთის ჯარებმა რაკეტებით, დრონებითა და ავიაბომბებით დაარტყეს ოდესის, პოლტავისა და ხარკოვის ოლქებს.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სარაკეტო შეტევის სამიზნე იყო ქალაქ ოდესის სახანძრო სამსახურის ერთ-ერთი ნაწილი, სადაც 2 მაშველი დაიჭრა.
პოლტავის ოლქზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, არიან დაშავებულებიც, რომლებიც მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს.