რუსეთი უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ იუწყება

01 ნოემბერი 2024, 09:55 218 ნახვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის მხრიდან განხორციელებულ თავდასხმებზე ინფორმაციას აქვეყნებს. უწყების ცნობით, ღამის განმავლობაში ზოგიერთ რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა იყო.

აღნიშნავენ, რომ კურსკის ოლქში, ბრიანსკში, ყირიმში, ვორონეჟისა და ბელგოროდის ოლქებში  83 უკრაინული დრონი გაანადგურეს. რუსეთის ორიოლის ოლქის გუბერნატორ ანდრეი კლიჩკოვის ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად დაზიანდა ორი სახლი, არავინ დაშავებულა.

უკრაინას რუსეთის რეგიონებზე უპილოტო საფრენი აპარატებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერ-ჯერობით არაფერი უთქვამს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი