ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. აქედან 92 ადამიანი სტიქიას ვალენსიაში ემსხვერპლა. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
ესპანეთის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით მოსახლეობას კვლავ აფრთხილებს.
კასტელიონში, ვალენსიასა და ალიკანტეში მოსახლეობისთვის გამოცხადებულია როგორც ყვითელი, ასევე წითელი განგაშის დონე. წყალდიდობის შედეგად ათობით მუნიციპალიტეტი დაიტბორა, გზები და მაგისტრალები გადაიკეტა, განადგურდა ხიდები.
მეტეოროლოგების ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ერთი წლის ნორმა ნალექი მხოლოდ 8 საათში მოვიდა. ეს, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ესპანეთში ყველაზე კატასტროფული წყალდიდობაა.