''საკონსტიტუციო კომისია უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ''თავისუფალმა დემოკრატებმაც'' დატოვონ'', -ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის ლიდერმა შალვა შავგულიძემ განუცხადა. მისი თქმით, ”ქართული ოცნება” მყარად იცავს იმ პოზიციებს, რომლებიც მმართველი ძალის მეტი კონცენტრაციისა და არადემოკრატიული განვითარების მანიშნებელია. შავგულიძის განცხადებით, კონკრეტული გეგმა არ აქვთ, თუმცა, განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო კომისიაში დარჩენის აუცილებლობას ვერ ხედავენ.