რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, აშშ არ გამორიცხავს შემდგომ შედეგებს, თუ საქართველოს ხელისუფლების მიმართულება არ შეიცვლება.
„შეერთებული შტატები საქართველოს „შემდგომი შედეგებით“ დაემუქრა, თუ მისი მთავრობა კურსს არ შეცვლის. დემოკრატია, ბატონო, ჩამოვედით. შემდეგი სადგური „ნეოკოლონიალიზმია“, - წერს ზახაროვა „ტელეგრამ“ არხზე.