ევროკომისია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მიერ გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე პროგრესს ხვალ შეაფასებს, თუმცა კონკრეტულ რეკომენდაციებს არ გასცემს -„ფაინენშალ თაიმსი“

29 ოქტომბერი 2024, 11:45 238 ნახვა

ევროკომისია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მიერ გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე მიღწეულ პროგრესს ხვალ შეაფასებს. ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი" ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, კომისიის ანგარიშში აღნიშნული იქნება უკრაინისა და მოლდოვის გარკვეული პროგრესი, თუმცა ბრიუსელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინ წაწევის შესახებ რეკომენდაციას ოფიციალურად არ გასცემს.

„ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, ასევე ევროკომისია ჯერჯერობით არ გასცემს კონკრეტულ რეკომენდაციებს საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ.

„გუშინ პრესსპიკერმა მოუწოდა თბილისის ხელისუფლებას, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიოს არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები, თუმცა აღნიშნა, რომ ამ სიტუაციის მოგვარების გზები ​​​ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტია“, – წერს „ფაინენშალ თაიმსი“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი