საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო დირექტორის საქმიანობის, 3 თვის კვარტალურ ანგარიშს საათნახევრის განმავლობაში ისმენდა. მოგვიანებით კი სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ნათია კაპანაძემ ძირითადი აქცენტი მაუწყებლის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებაზე, ასევე, მის ტექნიკურ და შინარსობრივ ნაწილზე გააკეთა. მრჩეველთა საბჭო ტელევიზიისა და რადიოს გამოწვევებსა და მიღწევებსაც გაეცნო. შემუშავებული დოკუმენტის საჯარო განხილვას ნათია კაპანაძე უახლოეს მომავალში გეგმავს.