ანტონიო გუტერეშის უკრაინაში ვიზიტზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი განაცხადა

25 ოქტომბერი 2024, 19:56 256 ნახვა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ მდივანს უკრაინაში ჩასვლაზე უარი უთხრა. სააგენტო „ფრანს პრესი“ პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით წერს, რომ ყაზანში „ბრიქსის“ სამიტზე ანტონიო გუტერეშისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, ზელენსკიმ გაეროს გენერალურ მდივანს ვიზიტზე უარი უთხრა.
პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია მსოფლიომ არ დაივიწყოს გაერო-ს შექმნის მიზანი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა შესაძლოა უპირატესობა მიანიჭოს ყაზანის ცდუნებებს ვიდრე გაეროს წესდების შინაარსია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში