გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი არ იზიარებს ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმის“ პირველ პუნქტს, რომელიც უკრაინის ნატოში ამ მომენტისთვის მიწვევას ითვალისწინებს.
ოლაფ შოლცის თქმით, ამ დროისთვის არ არის საჭირო ახალი გადაწყვეტილებები, გარდა იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც უკრაინის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში შესვლის პერსპექტივების შესახებ ვაშინგტონისა და ვილნიუსის სამიტებზე მიიღეს.
შოლცმა აღნიშნა, რომ ქვეყანა, რომელიც ომშია ნატო-ს წევრი ვერ გახდება, ეს ყველამ იცის და ამ საკითხთან დაკავშირებით უთანხმოება არ არსებობს.
დაამატა, რომ მიმდინარე ომის დროს აუცილებელია გაწონასწორებული ქმედებების განხორციელება.