აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ,,ოცნების ქალაქის'' მეორე ეტაპის მშენებლობის მიზნით ბაზრის კვლევა გამოაცხადა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე განთავსებული დოკუმენტაციის თანახმად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გეგმავს ქალაქ ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N88-ში მდებარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას.
სამუშაოების ღირებულებაა სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის თანახმად შეადგენს დაახლოებით 112’236’484.6 ლარს დღგ-ს გარეშე.
დაინტერესებულმა პირებმა საჭირო დოკუმენტაცია 31 ოქტომბრამდე უნდა წარადგინონ.
დოკუმენტაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე.