ბათუმის N1 პოლიკლინიკისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

24 ოქტომბერი 2024, 16:25 284 ნახვა

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს არსებულ შენობას დაემატება 4 სართულიანი ფლიგელი, 50 საწოლზე გათვლილი ბავშვთა ინტენსიური თერაპიის და მრავალპროფილური სერვისცენტრისთვის. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, ტენდერი გამოცხადდა ბათუმის N1 პოლიკლინიკისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრის შენობების მშენებლობისთვის.

სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას აჭარის პროექტების მართვის კომპანია ახორციელებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი