საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: „სპაერი“ – „გაგრა“; „დინამო თბილისი“ – „კოლხეთი“.
ნახევარფინალური შეხვედრები 5 ნოემბერს პირველად დასახელებული გუნდების მოედანზე გაიმართება.
ფინალი კი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 5 დეკემბერს ჩატარდება.