დღეს სახლში დარჩენის ფუფუნება არავის აქვს, დღეს უნდა გამოვიდეთ ყველა და ვაჩვენოთ სად დგას საქართველო - შალვა პაპუაშვილი

23 ოქტომბერი 2024, 11:52 270 ნახვა

რაც შეეხება დღევანდელ შეკრებას, დღეს სახლში დარჩენის ფუფუნება არავის აქვს. დღეს უნდა გამოვიდეთ ყველა და ვაჩვენოთ სად დგას საქართველო, სად არის ჩვენი ღირებულებები და როგორ ვხედავთ ჩვენს მომავალს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც 19:00 საათზე თბილისში გაიმართება.

მისი თქმით, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ ემზადება ისტორიული გამარჯვებისთვის.

„ჩვენ ვემზადებით 26 ოქტომბერს გამარჯვებისთვის, რომელიც უნდა იყოს ისტორიული გამარჯვება იმ სიბნელეზე, რომელიც მეორე მხარეს არის. ჩვენ ვაკვირდებით ბოლო პერიოდში ვისთან გვაქვს საქმე, ჩვენ გვაქვს საქმე ხალხთან, რომლებიც ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყვნენ იმით დაკავებული, რომ ავიწროებდნენ სხვებს. ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება ისინი რიყავდნენ, ციხეში სვამდნენ, აწამებდნენ. დღეს ისინი არიან ოპოზიციაში, არ შეუძლიათ ძალაუფლების ბერკეტების გამოყენება. მაგრამ თავისი სიტყვით შეუძლიათ ადამიანი გაანადგურონ იმის გამო, რომ უბრალოდ მათ არ ეთანხმება. ასეთ იდეოლოგიასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, რადიკალების მხარდამჭერები ზიზღის ენით საუბრობენ და მზად არიან ნებისმიერი ადამიანი, ვინც მათ აზრს არ იზიარებს, გააძევონ ქვეყნიდან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი