ბეირუთის საავადმყოფოს ქვეშ მდებარე ბუნკერში „ჰეზბოლა“ მილიონობით დოლარს ინახავს - ისრაელის თავდაცვის ძალები

22 ოქტომბერი 2024, 09:56 255 ნახვა

ისრაელის თავდაცვის ძალების  განცხადებით,  ბეირუთის საავადმყოფოს ქვეშ აღმოჩენილ  ბუნკერში ჰეზბოლა ასობით მილიონ დოლარს ნაღდ ფულს და ოქროს ინახავდა. საავადმყოფოს დირექტორმა ისრაელი ცრუ და ცილისმწამებლურ განცხადებებში დაადანაშაულა და  მოუწოდა ლიბანის არმიას ეჩვენებინა ყველასთვის, რომ იქ მხოლოდ საოპერაციო ოთახები, პაციენტები და მორგია.

ისრაელის სამხედრო სპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, ისრაელის დაზვერვა წლების განმავლობაში აგროვებდა ინფორმაციას ამ ბუნკერის შესახებ. ჰაგარის მტკიცებით, ჰეზბოლას ყოფილმა ლიდერმა, ჰასან ნასრალამ, რომელიც ისრაელმა გასულ თვეში მოკლა, ეს ბუნკერი იქ ხანგრძლივად დარჩენის მიზნით ააგო. 

ისრაელის გენერალური შტაბის მონაცემებით, 20  და 21 ოქტომბრის ღამეს ისრაელმა  ლიბანში 30 სამიზნე დაბომბა, რომლებიც  ჰეზბოლას ფინანსურ ფრთას ეკუთვნოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში