ომი გრძელდება ახლო აღმოსავლეთშიც. ღაზის სექტორის ხელისუფლების ინფორმაციით ისრაელის მიერ ქალაქ ბეიტ ლაჰიაზე განხორციელებული იერიშის შედეგად სულ მცირე 73 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, რადგან გავრცელებული ცნობით ნანგრევების ქვეშ ამ დრომდე რჩებიან ადამიანები. ისრაელის თავდაცვის ძალებში კი აცხადებენ, რომ მოწმდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ და „ჰამასის“ ხელისუფლების მიერ გავრცელებული მაჩვენებლები გადაჭარბებულია.
ღაზის ხელისუფლება აცხადებს რომ ომის დაწყებიდან 42 ათას 519 ადამიანი დაიღუპა და ათობით ათასი დაშავდა. პარალელურად, ისრაელმა იერიში მიიტანა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, სადაც მათი განცხადებით, მთავარი სამიზნე „ჰეზბოლას“ სამეთაურო ცენტრი და იარაღის მიწისქვეშა ობიექტები იყო. საჰაერო დარტყმების შედეგად განადგურებულია „ჰეზბოლას“ სამხრეთ ფრონტის სარდლობის მაღალჩინოსანი, ალჰაჯ აბას სალამა და დაჯგუფების კიდევ 2 წევრი.