საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინელ კოლეგას შეხვდა. ახალი მთავრობის მინისტრს ჟან-ნოელ ბაროს თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ერთ-ერთი პირველი საგარეო ვიზიტის უკრაინაში განხორციელებისთვის ანდრე სიბიგამ მადლობა გადაუხადა. ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა საფრანგეთის მიერ გაწეული დახმარებაც. ჟან-ნოელ ბაროს დაგეგმილი აქვს ვიზიტი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთშიც.