მორიგი კრიტიკული გზავნილები დასავლეთიდან. ჰელსინკის კომისია წერს, რომ საქართველოში პოლიტიკური ცვლილებები აშშ-ისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აშშ-მა ორმაგი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, რომელიც მოიცავს საქართველოს მთავრობისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, დემოკრატიული უკუსვლისთვის და დასავლურ ინსტიტუტებთან ღრმა ინტეგრაციის მექანიზმების უზრუნველყოფას.
კომისია რეკომენდაციის სახით წერს: "საქართველოში შეერთებულმა შტატებმა უნდა განახორციელოს სტრატეგია, რაც მოიცავს პირობით ზეწოლას მთავრობაზე, ამასთან მხარი უნდა დაუჭიროს დემოკრატიულ ძალებსა და სამოქალაქო საზოგადოებას.
ამ მიდგომამ უნდა ცხადყოს, რომ აშშ-ის მხარდაჭერა დემოკრატიულ რეფორმებსა და აშკარა პროდასავლურ პოზიციაზეა დამოკიდებული, რაც ხალხის მოთხოვნებსა და ქვეყნის გაუარესებული დემოკრატიის დაცვას შეესაბამება. ამავე დროს აშშ-მა უნდა იმუშაოს ქართველ ხალხთან ურთიერთობების გასაძლიერებლად, აჩვენოს რომ ერთგულია მათი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებებისადმი- წერია დოკუმენტში. "