საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადა 20 წლისაა. ბრიგადას დაარსების დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, და თავდაცვის ძალების მეთაურმა, პირად შემადგენლობას მიულოცეს.
მათ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, უწყება თავდაცვის ძალების მზადყოფნის, თანამედროვე შესაძლებლობებით უზრუნველყოფის, სამხედროების დაფასებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით არაერთი ინიციატივის განხორციელებას გეგმავს.
საზეიმო ღონისძიებაზე მე-4 ქვეითი ბრიგადის საშტაბო ასეულის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს და ქართულ ჯარს შეუერთდნენ.ღონისძიების ფარგლებში, უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღითა და უწყებრივი მედლებით - „სამშობლოსათვის თავდადებული“, „გენერალი კვინიტაძე", „გიორგი ანწუხელიძე" და „უმწიკვლო სამსახურისთვის“ დააჯილდოვეს.