საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ "რუსთავის" მომღერლები საკონცერტი პროგრამით ონს, ამბროლაურს, ლენტეხს, ცაგერს, სენაკსა და ზუგდიდს ესტუმრნენ. მომღერლებმა მსმენელის წინაშე ტრადიციული და განახლებული რეპერტუარი წარადგინეს.
ტურნეს დასასრულს, ქალაქ ხობის დღესასწაულზე კი, მომღერლებს მოცეკვავეები და მუსიკოსები შეუერთდნენ, რომლებიც ერთობლივი პროგრამით წარდგნენ მაყურებლის წინაშე.