საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), ბათუმში, ე.წ. მელკიმორიის ბაზრობაზე, იმპორტირებული თევზით ვაჭრობის სექტორში, მოკვლევა დაიწყო.
უწყების ცნობი, საკითხი ეხება - შპს „პოსეიდონი 2022“-ის მიერ სააგენტოში შემოტანილ საჩივარს კომპანიების შპს ,,გოლდენ ფიშ ბათუმის“ და შპს ,,ზუნდაგის“ მიერ კონკურენციის შესაძლო შემზღუდველ შეთანხმებებს. ასევე, ერთ-ერთი მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას.
"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საკითხის დასაშვებობის შესწავლის ეტაპზე, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის მიზნით, კომპანია - შპს ,,გოლდენ ფიშ ბათუმისგან“ სააგენტომ დოკუმენტაცია გამოითხოვა, რაც სააგენტოში არ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, ეკონომიკურ აგენტს 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
კონკურენციის შესაძლო საწინააღმდეგო ქმედებების დადგენის, ფაქტებზე დროული რეაგირებისა და აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელიც საჩივარში დასმულ საკითხებს დეტალურად შეისწავლის"- აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.