პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს „თბილისის მშრალი პორტის” პროექტის პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას ასევე დაესწრო არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი რომელიც კომპანია „აბუ დაბი პორტს გრუპის“ თბილისში მყოფ დელეგაციას ხელმძღვანელობს.
ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკური თანამშრომლობის და ამ პროცესში მასშტაბური პროექტების განხორციელების პერსპექტივებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.