ზელენსკიმ უკრაინის პარლამენტში გამარჯვების გეგმა წარადგინა

16 ოქტომბერი 2024, 13:58 254 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა საზოგადოებას  თავისი გამარჯვების გეგმა გააცნო. პრეზიდენტმა ხუთპუნქტიანი გამარჯვების გეგმა პარლამენტში გამოსვლისას წარადგინა, რომელიც მოიცავს უკრაინის  ნატოში გასაწევრიანებლად მიწვევას, ასევე სამხედრო და პოლიტიკურ ელემენტებს, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის პოზიციის გაძლიერებას მომავალ მოლაპარაკებებზე და რუსეთის სამართლიანი მშვიდობისკენ იძულებას.

გასულ კვირას ზელენსკიმ კიევის "გამარჯვების გეგმა" ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერებთან და ნატოს ხელმძღვანელთან მარკ რუტესთან ერთად განიხილა. ზელენსკი  უფრო მეტი სამხედრო მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.

დასავლელი მოკავშირეები და თავად ზელენსკიც აღიარებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი კრიტიკულ ეტაპზეა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი