2024 წელს წინა წელთან შედარებით ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებზე 43%-ით მეტი ბრალდებული/მსჯავრდებული იყო დარეგისტრირებული - პენიტენციური სამსახური

16 ოქტომბერი 2024, 12:51 262 ნახვა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს წინა წელთან შედარებით ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე დარეგისტრირებული იყო 43% -ით მეტი ბრალდებული/მსჯავრდებული.

მათივე ცნობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის მსჯავრდებულთათვის ხარისხიანი აკადემიური განათლების ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია.

"ამ მიზნით პენიტენციურ სისტემაში ფუნქციონირებს ქართული ინოვაციური პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“, რომელიც პატიმრებს შესაძლებლობას აძლევს, ჩაერთონ საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში. დისტანციურად მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება საქართველოს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურზე და პირდაპირი, ინტერაქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან.

აღსანიშნავია, რომ „ციფრული უნივერსიტეტი“ ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპულმა ორგანიზაციამ (Europris) ევროპის მასშტაბით 3 საუკეთესო ინოვაციას შორის დაასახელა. Europris-ის ყოველწლიურ ჯილდოზე ევროპის ქვეყნების 37 პროექტი იყო წარდგენილი"- განმარტავენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი