საქართველოს მოსახლეობა შეიძლება საერთაშორისო შემომავალი ზარების გარეშე დარჩეს

12 აპრილი 2017, 00:00 2964 ნახვა

დღეს, 18:00 საათის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობა, შეიძლება, საერთაშორისო შემომავალი ზარების გარეშე დარჩეს. ამ შინაარსის განცხადებას სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია ავრცელებს.

უჩა სეთურის განცხადებით, დღეს, საღამოს 6 საათის შემდეგ, ის მცირე ზომის ტრანზიტული ოპერატორები, რომლებიც საერთაშორისო შემომავალი ზარებს უზრუნველყოფდნენ, გაითიშებიან. ამის მიზეზი კი, ბაზარზე მოქმედი სამი მსხვილი ოპერატორის ერთობლივი გადაწყვეტილება გახდა: "ჯეოსელმა", "მობიტელმა" და "მაგთიკომმა" „საერთაშორისო ზარების“ შემომტან ტრანზიტულ ოპერატორებს, 12 აპრილიდან არსებული ურთიერთჩართვის (კავშირის) შეწყვეტის შესახებ აცნობეს. სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციაში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით, მსხვილი კომპანიები ბაზრიდან მცირე ზომის ოპერატორების განდევნას ცდილობენ. "პირველი მარტიდან მარეგულირებელმა კომისიამ ტარიფები დაადგინა, რომლებიც საერთაშორისო ზარების შემოტანისა და განაწილების პირობებს ეხება. ტარიფებს, დადგენილების მიხედვით, 3,5 თეთრი დაემატა და 18 თეთრი გახდა.

მარეგულირებლის ამ გადაწყვეტილებას სამი მსხვილი კომპანია არ დაეთანხმა, თუმცა არ გაასაჩივრა. „ახლა ისინი არღვევენ კანონს. ცდილობენ, ბაზრიდან განდევნონ, 12 პატარა ოპერატორი ამ სფეროში", - აცხადებს უჩა სეთურიძე.

დღესვე კომპანიამ გაავრცელა პრესს-რელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ ურთიერთჩართვის შეზღუდვას ან მარეგულირებელი კომისიის თანხმობის გარეშე გათიშვას კრძალავს. აღნიშნული ფაქტის მიუხედავად, ოპერატორებს მარეგულირებელი კომისიისთვის არ მიუმართავთ და დამოუკიდებლად აპირებენ კომუნიკაციების ბაზრის ძირითადი პრინციპის, „აბონენტთა შორის კავშირის არ შეწყვეტის“ დარღვევას.

ასოციაცია მოუწოდებს აღნიშნულ კომპანიებს, დაბრუნდნენ კანონის ჩარჩოებში და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ მომხმარებელს, საქართველოს ბაზარს და მის მოთამაშეებს, ასევე, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი