საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 12 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, საიდანაც 9 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. 2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
სალომე ზურაბიშვილის შეწყალების აქტი შეეხო ასევე 1 პირობით მსჯავრდებულს, რომელის სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.