ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრი ახალი სეზონისთვის ემზადება. სეზონი საპრემიერო სპექტაკლით გაიხსნება. ამ დროისთვის სამზადისი მიმდინარეობს დავით გაბუნიას პიესაზე ,, ჰოლანდ ჰოლანდი".
პიესაში მოცემულია თანამედროვე სოციალური სიდუხჭირე, ოჯახური პრობლემები, რომელსაც ერთ-ერთი გმირი არ ითვალისწინებს და ოჯახის შექმნა სურს. დამდგმელი რეჟისორი გაგა გოშაძე და თეატრალური დასი უკვე სასცენო რეპეტიციებს ატარებენ. პრემიერა 14-15 ოქტომბერს არის დაგეგმილი.