საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ერთადერთი გზა ღაზაში და ლიბანში ომის დასასრულებლად ისრაელისთვის იარაღის ექსპორტის შეწყვეტაა.
მაკრონი განმარტავს, რომ ეს არ არის ისრაელის განიარაღების მოწოდება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა დაადანაშაულა ისრაელი სამხრეთ ლიბანში გაერო-ს სამშვიდობოებისადმი მიზანმიმართულ სროლაში. მაკრონის თქმით, მიუღებელია, რომ გაერო-ს სამშვიდობოები ლიბანში ისრაელის ძალების „განზრახ სამიზნეები“ არიან.
ისრაელის თავდაცვის ძალებში კი აცხადებენ, რომ ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს საფრთხეს გაერო-ს პოსტთან ახლოს, რამაც გამოიწვია ორი მშვიდობისმყოფელის დაჭრა.