ისრაელის მიერ ბეირუთზე თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა - ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო

11 ოქტომბერი 2024, 10:43 331 ნახვა

ისრაელის მიერ ბეირუთზე თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 117 ადამიანი. ინფორმაციას „სიენენი“ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დარტყმები განხორციელდა ბეირუთის ცენტრში, მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ უბანში, რის შედეგადაც ერთი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად დაინგრა.

თავდასხმების სამიზნე „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, თუმცა როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, ვაფიქ საფა არ დაშავებულა.

აღნიშნულ იერიშთან დაკავშირებით ისრაელის კომენტარი არ გაუკეთებია. ისრაელის თავდაცვის ძალებმა გუშინ ბეირუთის სამხრეთ ნაწილის გარეუბნებისთვის, მათ შორის კონკრეტული შენობებისთვის, ევაკუაციასთან დაკავშირებული გაფრთხილება გამოსცეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი