ევროკომისიის პრეზიდენტი მოლდოველებს რეფერენდუმში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

10 ოქტომბერი 2024, 14:44 262 ნახვა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა  კიშინიოვში ვიზიტის დროს მოლდოველებს  ქვეყნის  ევროკავშირში ინტეგრაციის  შესახებ 20 ოქტომბრის რეფერენდუმში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

მან მოლაპარაკებები გამართა პროდასავლურ პრეზიდენტთან მაია სანდუსთან. მოლდოვა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა კონსტიტუციაში ევროკავშირში ინტეგრაციის როგორც  „სტრატეგიულ მიზნად“ დაფიქსირების შესახებ რეფერენდუმს ატარებს.

მოლდოვაში რეფერენდუმი საპრეზიდენტო არჩევნები ერთდროულად ჩატარდება. სანდუ  მეორე ოთხწლიანი  ვადით  კენჭს იყრის.  სანდუმ, რომელმაც მკაცრად დაგმო რუსეთის შეჭრა მეზობელ უკრაინაში, მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იბრძვის და იმედოვნებს, რომ მას  2030 წლისთვის შეუერთდება.

მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები ივნისში დაიწყო. გამოკითხვების თანახმად, სანდუ არის ფავორიტი კანდიდატი არჩევნებში და მოლდოველების უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი